26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
პრეზიდენტმა სადაც ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და მისი საქმე სადაც არ არის, იქ ვაკეთებო იბრალებს - მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტმა სადაც ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და მისი საქმე სადაც არ არის, იქ ვაკეთებო იბრალებს, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, პოლიტიკური როლი შეასრულოს პოლარიზაციის პროცესში, იმ დროს, როდესაც პოლარიზაციას აღვივებს.

"78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ყველამ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სტრუქტურებზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ სიტყვებს თუ გამოვტოვებთ, შემდეგ მივიღებთ შეცდომით, უხეშად მანიპულირებას. თავისი უფლებამოსილება იცით, რას ნიშნავს? მაგალითად, ქალბატონ სალომეს ევალება, რომ პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებაში, რაც უწერია კონსტიტუციაში, ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე და რაც არ უწერია, იქ მიდის. ანუ შენ რომ არ გეკითხება ადამიანი, იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე. ამის დელეგირებას თუ მთავრობა მოგცემს, მაშინ უნდა აკეთებდე. მაგალითად, მას შეუძლია, პოლიტიკური როლი შეიტანოს პოლარიზაციის პროცესში, იმ დროს, როდესაც აღვივებს პოლარიზაციას. მაგალითად, მას შეუძლია, თავის ქვეყანას მხარი დაუჭიროს თავისი განცხადებებით, ამ დროს ის ამბობს, რომ არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ სტატუსს. ანუ, სადაც მან ევროპისათვის, ევროპულობისათვის, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო იბრალებს. ამიტომ, მარტივია, იქ წერია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და თავისი უფლებამოსილება სადაც არის, იქ აფუჭებს და იქ როგორ გააკეთებს, რაც მისი საქმე არ არის," – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები