26 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ, წელს ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. საქართველო ევროპაა!"- ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ, წელს ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა ჯოზეფ ბორელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. განვიხილეთ საქართველოს მიღწევები მის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი წარმატებები 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ, წელს ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. საქართველო ევროპაა!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები