26 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდით ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იყოს იზოლირებული.

"მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს, საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესის ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, იზოლირებულ იქნეს რუსეთი და მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდით ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი.

ასევე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოს და რუსეთს შორის.

ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და სურს ევროკავშირის წევრობა.

ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, ეს საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება, რაც არის აპრიორი მნიშნელოვანი ამ პროცესში," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები