26 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ევროპულ პერსპექტივაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, საუბარი შეეხო საკითხს, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული. 

"ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული. 

ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება – ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა, ხალხისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვესმის საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროპელი პოლიტიკოსისგან.

ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ერთიანი ორგანიზმია და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, ეს მიიღება ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ. არც ოპოზიციის, არც ჩვენი მხრიდან ისეთი არაფერი თქმულა, რაც გარეთ არ თქმულა. ეს არის, როგორ ლობირებს რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსს,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები