ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ 25 დაკარგულს.
წყალდიდობის გამო დატბორილია სახლები, ბიზნესობიექტები.
სატრანსპორტო გადაადგილება პარალიზებულია. მოსახლეობის ევაკუაცია ნავებით მიმდინარეობს.