26 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ევროკომისიის ვიც-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოშია - პრემიერმა ჟოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოშია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელის ვახშამზე უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა, თუმცა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მათი ოფიციალური შეხვედრაც, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მოეწყობა ერთობლივი პრესკონფერენცია.

დღის ამბები