26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა...არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ახლაც არც კი უცდია ეღიარებინა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

მისივე თქმით, საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს:

"კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა.

ეს იყო სულ! არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!

დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…

საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!

ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!"- წერს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები