26 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ზუგდიდი და ფოთი იმ 63 ქალაქს შორის მოხვდა, რომელსაც განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება

ზუგდიდი და ფოთი იმ 63 ქალაქს შორის მოხვდა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება. სახელმწიფო პროგრამის - განახლებული რეგიონების ფარგლებში, ორივე ქალაქში ახლა ქუჩების, შენობების, ისტორიული უბნებისა და პარკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდში განახლდა ქალაქის ცენტრალური სკვერი, დამონტაჟდა განათების ახალი სისტემები და აშენდა ახალი შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ყველაზე დიდ საპორტო ქალაქ ფოთშიც, სადაც მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაც ხდება. განახლებული რეგიონების პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები