26 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი... არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია - ნიკა მელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ნიკა მელიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - როგორც ის წერს, თავის დროზე არ გადაიხადა გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.

"დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ. არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია," - წერს ნიკა მელია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაკეთდა სხვა პოლიტიკური შეფასებებიც - ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრებს მიაჩნიათ რომ სტრასბურგში ნიკა მელიას დაცვა ადვოკატებმა ვერ უზრუნველყვეს.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

შეგახსენებთ, საქმე - "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ", სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინა ორი მუხლის დარღვევა - რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და რომ ეს იყო პოლიტიკური ხასიათის. სასამართლომ არც ერთ დარღვევა არ დაადგინა.

დღის ამბები