26 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
გიორგი გახარია აფრთხილებდა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდოდათ ნიკა მელიას დაკავება, ეს დააზიანებდა გუნდს და სახელმწიფოს - ანა ბუჩუკური სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გიორგი გახარია გუნდს აფრთხილებდა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდოდათ ნიკა მელიას დაკავება, ეს დააზიანებდა გუნდს და სახელმწიფოს - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ნიკა მელიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ანა ბუჩუკურმა განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი პრემიერი, გიორგი გახარია ნიკა მელიას იმ ფორმით დაკავებას.

"ქართული ოცნება" იყო, რომელმაც ნიკა მელიას გამოუცხადა ამნისტია. ერთადერთი გუნდი, რომელიც იყო წინააღმდეგი ამნისტიის გამოცხადების, იყო გახარიას გუნდი და ძალიან ხშირად გავახსენებთ ამას "ქართულ ოცნებას." მელიას ნაცვლად ანა ბუჩუკური რომ ყოფილიყო, ან მარიამ კოპალეიშვილი, გადაწყვეტილების არსი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ახსნილი, არის იგივე - იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდოდა გუნდს მაშინდელი ოპოზიციონერი ერთ-ერთი ლიდერის დაკავება, გიორგი გახარია აფრთხილებდა გუნდს, რომ ის დააზიანებდა, პირველ რიგში, გუნდს და სახელმწიფოს, რეალურად ასე მოხდა" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე "ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

 

დღის ამბები