26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე გვექნება საუბარი და ზოგადად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროინტეგრაციის გზაზე - მაკა ბოჭორიშვილი ბორელის ვიზიტზე

ერთ საათში თბილისს ჟოზეფ ბორელი ეწვევა. როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე - ამ მისიით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყანაში 2 დღით დარჩება და შეხვედრებს გამართავს.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ სტუმარს შესრულებული ევრორეკომენტაციებით ხვდებიან. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჟოზეფ ბორელის ვიზიტს ევროპული გაერთიანების მხარდაჭერად აფასებენ.

"სწორედ იმ მომენტში, როდესაც საქართველო ელოდება ევროკავშირის პირველ შეფასებას გაფართოების პაკეტში და ამასთანავე, დეკემბერში უკვე გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც უმაღლეს დონეზე შეგვიძლია ევროკავშირთან გავმართოთ დიალოგი საქართველოში.

12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე გვექნება საუბარი და ზოგადად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროინტეგრაციის გზაზე, იცით, რომ ეს შეფასდა ევროკავშირის მხრიდან გასული წლის თებერვალში. ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობაში საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები ასევე პოზიტიურად იქნას შეფასებული ოქტომბერში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. ცდილობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის იყოს არა ახლა, არამედ შორეული პერსპექტივა. მათი პოზიცია და არც მალავენ ამას, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს," - აცხადებს  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები