სერბული მაფიის ლიდერის, ჯოვან ვუკოტიჩის მკვლელობაში ბრალდებული, საქართველომ თურქეთს გადასცა - ინფორმაციას და ექსტრადიციის ამსახველ კადრებს უცხოური მედია ავრცელებს.
იაკუპ დოგანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, სწორედ დოგანი მართავდა მოტოციკლს, რომლიდანაც გასულ წელს, სტამბოლში, ვუკოტიჩს ესროლეს. ის საქართველოში გასული წლის 5 ოქტომბერს დააკავეს.