26 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სთხოვა, უკრაინაში ჩასულიყო, რათა "მტკიცედ დაედასტურებინა მხარდაჭერა." მისივე თქმით, აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, აძლიერებს ძალისხმევას "კონტრშეტევის დაუყოვნებელი გამოწვევების გადასაჭრელად."

"ვიცით, რომ წინა დღით იყავით ფრონტის ხაზზე და ჩვენ, ყველას დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ თქვენი შეფასება. რა თქმა უნდა, ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა მიღწეულია კონტრშეტევაში და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ომის დროს.

 

დღის ამბები