26 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო კოდექსში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - "ქართული ოცნება" კანონის იმ მუხლებს ცვლის, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევას ეხება

მმართველმა პარტიამ დღეს საარჩევნო კანონში ცვლილებები დააინიცირა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში დარჩება კანონში ამ დრომდე არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურებს პარლამენტს სწორედ ის წარუდგენს. ოპოზიციაში კვლავ ამბობენ, რომ ცვლილებების მიუხედავად ხელისუფლება მაინც შეძლებს სასურველი კანდიდატის გაყვანას.

ოპოზიციის წევრები 2023 წლის ივნისის თვეში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებენ, როდესაც მმართველი პარტიის ინიცირებით პარლამენტმა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის უფლება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცა. უმრავლესობამ ამ საკითხზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. ახალი ცვლილებებით, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ქართული ოცნება შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების საჭიროება პირდაპირ კავშირშია რეკომენდაციების შესრულების პროცესთან. რომ არ დარჩეს დამატებითი კითხვები და არ შეფერხდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ რომ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება აუცილებელია.

სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება.

დღის ამბები