26 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში იბიარდის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ბანკის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით ხუთ მილიარდ ევროს 287დ პროექტში. ამ ინვესტიციების 82ი პროცენტი კერძო სექტორშია. ირაკლი ღარიბაშვილმა იბიარდის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. ითქვა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

განიხილეს ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტები.

კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი და საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე- იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დღის ამბები