26 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
სანქციების თემა იყო განხილვის საგანი, მეტს ვერ გეტყვით - გიორგი ვაშაძე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე, სადაც გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი კრის სოჩას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. მან თავდაპირველად მედიას განუცხადა, რომ ადგილზე ყავის დასალევად მივიდა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეხვედრა სწორედ კრის სოჩასთან გაიმართა.

ის, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან შეხვედრაზე სანქციებზე იყო საუბარი, ადასტურებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სანქციების თემა განხილვის საგანი იყო.  

"ღიად ვამბობ, რომ ამაზეც გვქონდა საუბარი, სანქციების თემა იყო განხილვის საგანი. მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, დამოკიდებულია მუშაობაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

"ეს იყო დახურული შეხვედრა. ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილების მიღებისას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ფიქრიც კი არის წარმოუდგენელი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები