26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
შეუძლებელია არსებობდეს რაიმე არგუმენტი იმისათვის, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ჩაიდგას ორი 50 სართულიანი ცათამბჯენი - საბა ბუაძე

საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერის განცხადებებს გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ლაგუნას განაშენიანების პროექტი გენერალურ გეგმას შეესაბამება. მისი განცხადებით, თითოეული პროექტის განხორციელება მოხდება მას შემდეგ, რაც მზად იქნება საექსპერტო და გეოლოგების დასკვნა. ტყემალაძემ ოპოზიციას პროექტების სიღრმისეულად განხილვისკენ მოუწოდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისთვის კი ლაგუნას განაშენიანების გეგმა მიუღებელია.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის” თავმჯდომარე საბა ბუაძე აცხადებს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენები არ უნდა იდგეს.

"თემა არის პოლიტიზებული. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის უსაფრთხო და სიცოცხლით სავსე ქალაქი, საიდანაც ადამიანები არ გარბიან. შეუძლებელია არსებობდეს რაიმე არგუმენტი იმისათვის, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ჩაიდგას ორი 50 სართულიანი ცათამბჯენი, ადგილზე სადაც 2015 წელს ყველაზე დიდი დატბორვა მოხდა,"- აცხადებს ბუაძე.

დღის ამბები