26 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

პრეზიდენტი, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. 

"მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ჰქონდა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. 

"დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


 

დღის ამბები