26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"საქართველოს ევროპული ორბიტა" - ნინო ლომჯარია ახალ მოძრაობას ქმნის

ნინო ლომჯარია ახალ მოძრაობას ქმნის. "საქართველოს ევროპული ორბიტა" - ასე ერქმევა იმ ახალ სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბებს.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია იქნება. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

 

დღის ამბები