თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, თორნიკე კიკნაძეს ეძებენ. ახლობლები ამბობენ, რომ ის 5 დღეა არ გამოჩენილა. მათივე ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ავჭალაში, სახლიდან 1 სექტემბერს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.