26 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
მეომრებთან ერთად რამდენიმე პრიორიტეტი გამოვკვეთეთ, რაც გასაკეთებელია და გაკეთდება - ზელენსკი

"მეომრებთან ერთად რამდენიმე პრიორიტეტი გამოვკვეთეთ, რაც გასაკეთებელია და გაკეთდება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეომრების ყველა მოთხოვნას უფროსი გენერლები, მთავრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები განიხილავენ.

"ორი დღე დონბასსა და ზაპოროჟიაში. გენერლებთან ერთად ბრიგადის და ბატალიონის მეთაურებს ვესაუბრეთ. დავაჯილდოვეთ მეომრები და მადლობა გადავუხადე ექიმებს.

ჩვენი მეომრების ყველა მოთხოვნას უფროსი გენერლები განიხილავენ, მთავრობისა და ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები.
ახალი მარაგები იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის ახალი წარმოება გვექნება. მეომრებთან ერთად რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოვყავით. ეს ის არის, რაც უნდა გაკეთდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ,"- განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები