26 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
საქართველოში ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, გაერთიანდნენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად ერთად იმუშაონ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

"ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს! მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, გაერთიანდნენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად ერთად იმუშაონ" - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ეკუთვნის.

კომენტარი ბრიფინგზე ვედანტ პატელმა დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. "გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,"-ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

დღის ამბები