სკანდალი, ირანელი ქალების მხარდაჭერა, იმედგაცრუება და სიხარული - ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც უკვე 6 დღეა ვენეციის კინოფესტივალზე ხდება. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინო დაჯილდოებაზე საზოგადოების უკმაყოფილება რეჟისორ ვუდი ალენის გამოჩენას მოყვა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. კუნძულ ლიდოზე შეკრებილმა სტუმრება იხილეს პროტესტიც რომელიც ხელოვანებმა ირანში დაკავებული ქალებისა და რეჟისორის მხარდასაჭერად გაიმართა.
ვენეციის კინოფესტივალზე იყო სასიამოვნო მომენტებიც, მათ შორის მომენტი როდესაც მე-80-ე დაჯილდოებაზე კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 90 წლის იტალიელი რეჟისორი ლილიანა კავანი დააჯილდოვეს. ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ოთხ დღეში გამოვლინდებიან, ოქროს ლომისთვის კი ისეთი ფილმები იბრძვიან, როგორებიცაა-სამგზის ოსკაროსანი ქილერი და ბრედლი კუპერის მაესტრო.