26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ურთიერთბრალდებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - ვინ უჭერს მხარს ოცნების ინიციატივას

სალომე ზურაბიშვილის თითქმის ერთ კვირიანი დუმილი, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაარღვია. გიორგი მსხილაძის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო, ერთადერთ მიზანს უკავშირდება - შეიზღუდოს პრეზიდენტის აქტივობა და მისი პოლიტიკურ შევიწროება მოხდეს. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი მთავრობის უარის მიუხედავად შეუთანხმებელი ვიზიტების განხორციელებაში, კონსტიტუციის დარღვევას ვერ ხედავს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა სწორედ ქვეყნის მთავარი დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევა რომ მმართველი პარტიის რეაგირება სჭირდება - ეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა ”წაუგებელი თამაშის” პრინციპი აირჩია, რადგან იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს რეალურად გამოჩნდება, რომ ე.წ რადიკალურ ოპოზიციას და მოქმედ პრეზიდენტს საერთო ინტერესი აქვთ - ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

რატომ არ მისცა მთავრობამ პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებაზე თანხმობა?! - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პასუხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებშივე იკითხება. მმართველი პარტიის შეფასებით, პრეზიდენტი იყო სწორედ ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, ვინც პარტნიორების უარს დაეთანხმა. რატომ არ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ასეთი პოზიციის გამო რეაქცია ოპოზიციას და მიიჩნევენ, თუ არა მსგავს დამოკიდებულებას პრობლემად - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესზე ეს გავლენას ვერ ახდენს, ნაწილს კი ამ შინაარსის განცხადება არ ახსენდება.

მმართველი პარტიისთვის პრეზიდენტის ადრე გაკეთებული განცხადებებისგან რადიკალურად განსხვავებულია ის არგუმენტი, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუთანხმებელი ვიზიტებით ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა სურდა. ”ქართული ოცნებისთვის” პრეზიდენტის პოზიციები სპეკულაციურია.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარსადგენი მიმართვისთვის საჭირო 50 ხელმოწერის შეგროვება დღეს დაიწყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტს მომხრეები ჯერ მმართველ პარტიასა და ”ევროპელ სოციალისტებში” ჰყავს. ოპოზიცია ზურაბიშვილის ვადამდე გადაყენებას მხარს არ უჭერს. განცხადებები სესიაზეც გაკეთდა

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, მიმართვა სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

დღის ამბები