26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
კამათი, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რატომ შეიცვალა ხაბეიშვილის გუნდმა პოზიცია და რატომ ფიქრობს "ოცნება," რომ ოპოზიცია შოვის ტრაგედიით ვაჭრობს

პოლიტიკური განცხადებები შოვზე - საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე დაპირისპირება შოვის ტრაგედიის საკითხზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, ირაკლი ქადაგიშვილს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი ინიციატივის არასერიოზულ განხილვაში ადანაშაულებდა.

დარბაზში ხმაურის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობა," რომელმაც საკუთარი მოთხოვნა, შეცვალა და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გადავადება თავადვე მოითხოვა, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებდა და ცდილობდა დეპუტატები დაერწმუნებინა, რომ შოვის ტრაგედიის გამოძიება სწორედ პარლამენტში უნდა მომხდარიყო.

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის მხარდაჭერაზე, ჯერ ისევ ფიქრობს გიორგი გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლებმა, დღეს სხდომაზე ყურადღება სტიქიური უბედურების მართვის ხარვეზებზე გაამახვილა.

ოპოზიციის ნაწილმა და, მათ შორის, ხაბეიშვილთან ალიანსში შესულმა ვაშაძემ საკუთარი სიტყვა იმის სამტკიცებლად გამოიყენეს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მძიმე განსაცდელში მარტო, რეაგირების გარეშე დატოვა. ბრალდებებს სხდომათა დარბაზშივე უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ პერსპექტივა არ აქვს, ეს ხაბეიშვილის გუნდს და მათი ინიციატივის მხარდამჭერებს ირაკლი კობახიძემ ჯერ სხდომაზე, შემდეგ კი დარბაზის გარეთ მედიასთან შეახსენა.

სწორედ შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა გახსნებით და წუთიერი დუმილით გაიხსნა დღეს საშემოდგომო სესია პარლამენტში.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები