დაბა ჩოხატაურში, ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ 4 პირს, მოსამართლემ გირაო შეუფარდა მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ოთხივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ვინაიდან მისი განცხადებით, არსებობს ბრალდებულების მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების რისკი.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ოთხივე დაკავებულს 7000 ლარის ოდენობით ქონების უზრუნველყოფის სახით გირაო შეუფარდა. პროკურორ ლევან თედიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.