წილკანში, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს. ახალი სათბური, ჰიდრო პონიკის ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 ათასი დოლარია.
სათბურის მშენებლობა MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. MASHAV ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა.