26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და მორჩა, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, თუ ობიექტური შეფასება იქნება - ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს

"გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და მორჩა, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, თუ ობიექტური შეფასება იქნება" ,- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს. 

"ჩემს ხაბეს ხმაში რაღაც ის სიძლიერე არ ჰქონდა, ის შემართება არ აქვს, ეტყობა მიხვდა რომ წაგებულ თამაშში შეიტყუეს.  

აი ეს რომ გვყავს პარლამენტში, ხომ იცით, ქალბატონი სალომე [სამადაშვილი] ხელმოცარული დიპლომატი - რატომ ვეძახი ხელმოცარულ დიპლომატს?! იმიტომ, რომ ის ევროკავშირში ჩვენი ელჩი იყო და როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, ერთი განცხადება ვერ გააკეთებინა ევროპელებს. 

ამიტომ არის რომ შეგიზღუდეთ სიარული. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც შენ ამბობ სალომე კულუარებში. შენმა კოლეგამ გამხილა, ბატონმა ხაზარაძემ. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და მორჩა, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ ობიექტური შეფასება იქნება," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

 

დღის ამბები