26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
სირცხვილი არ არის პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი გავუკეთოთ? მე უნდა ვლაპარაკობდე ამაზე - თაკო ჩარკვიანი

პრეზიდენტის იმპიჩმენტი იყო საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე დისკუსიის მთავარი საგანი - გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განცხადება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ გააკეთა. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება "სირცხვილია." 

"ვაი ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება. რისი იმპიჩმენტი, სირცხვილი არ არის პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი გავუკეთოთ? მე უნდა ვლაპარაკობდე ამაზე?" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი  მიიღო. 

"პრეზიდენტის იმპიჩმენტი გინდათ? 2019 წლის 20 მარტს მე დავაყენე საკითხი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე, თუ გაინტერესებთ იმიტომ, რომ 2008 წლის მოვლენებში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა. აი, ეს არის საფუძველი თუ იმპიჩმენტის მოთხოვნა გინდათ, მაგრამ როდესაც  ასრულებთ რუსულ დავალებას, იმაზე კი არ ტეხავთ პოლიტიკურ სკანდალს, რაც რეალური პრობლემაა, რადგან თვითონ ამბობთ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი 2008 წელს. პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, არ დავკარგოთ ჩვენი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

.

 

 

დღის ამბები