26 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
კამათი საკანონმდებლო ორგანოში - თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ბრალდების ადრესატი კატეგორიულად უარყოფს

კამათი საკანონმდებლო ორგანოში - "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შოვის ტრაგედიის საკითხზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. განცხადება თინა ბოკუჩავამ სხდომათა დარბაზში გააკეთა და აღნიშნა, რომ ინციატივას მმართველი გუნდი არასერიოზულად შეხვდა და მაშინ, როდესაც ამ თემის შესახებ ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, ირაკლი ქადაგიშვილმა შეურაცხყოფაც კი მიაყენა.

ბრალდება კატეგორიულად უარყო ადრესატმა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"როგორ კადრულობთ ამას, საერთოდ არ შემიგინებია,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები