საბერძნეთში, ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოყვა - დაიღუპა ერთი ადამიანი, დატბორილია ქუჩები. ძლიერი წყალდიდობის გამო, ადგილობრივები მანქანებიდან გადმოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. წყლის დონემ ზოგ ადგილას სამ მეტრს გადააჭარბა.
გავრცელებული ინფორმაციით, სადრენაჟო სისტემები წყლის დიდ მოცულობას ვერ უმკლავდება.