26 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
უკრაინაში არსებული კორუფცია ქვეყანაში იარაღის მიწოდებას აფერხებს - ლიეტუვას პრეზიდენტი

უკრაინაში კორუფციული სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასავლეთის ქვეყნებსა და პარტნიორებზე კიევისთვის იარაღის მიწოდებასთან მიმართებაში - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინას, უნდა გაითვალისწინონ თავიანთი საზოგადოების, ამომრჩევლის აზრი.

"წარმოიდგინეთ, ამომრჩევლები ხედავენ, რომ ძალიან თვალსაჩინო კორუფციული სკანდალები ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ეხმარებიან. ეს არის დიდი დარტყმა ამ სახელმწიფოს რეპუტაციისთვის" - აცხადებს ნაუსედა.

.

დღის ამბები