26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ", შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი პოზიცია მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პროცესი ემსახურება პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას.

როგორც გიორგი მსხილაძე ამბობს, საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.  

"საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ", შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - ამბობს გიორგი მსხილაძე.   

დღის ამბები