26 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
რუსეთი, უკრაინაში საომრად, კუბელების მობილიზაციას ცდილობს - კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს
რუსეთი, უკრაინაში საომრად, კუბელების მობილიზაციას ცდილობს - კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსელის მიზანი კუბელების და თავად კუბაში მცხოვრები მოქალაქეების უკრაინაში, სამხედრო ოპერაციაში ჩართვაა.
 
ჰავანა ირწმუნება, რომ მცდელობები ამჟამად უკვე ნეიტრალიზებულია და კონკრეტული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
 
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერდა, რომ ქალაქ რიაზანიდან უკრაინაში საომრად რუსებთან ერთად გაემგზავრნენ კუბის მოქალაქეები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები გააფორმეს. შეგახსენებთ, კუბა რუსეთის მეგობარ ქვეყნად მიიჩნევა.
დღის ამბები