26 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის სამთვიანი საქმიანობის შესახებ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის გასული სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ Cornerstone Government Affairs-მა, 2023 წლის მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია ფორმულას ლობირება და ლობიზმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს.

აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში 420 000 დოლარს იღებს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელებულ მომსახურებაში Cornerstone Government Affairs-ს დაახლოებით 110 000 დოლარი გადაუხადა.

ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საქართველოს მმართველ პარტიას. ანგარიშში ასევე საუბარია ლობისტური ჯგუფის შეხვრედრების შესახებ რამდენიმე საერთაშორისო და მედია ორგანიზაციასთან.

დღის ამბები