რომის პაპმა ფრანცისკემ განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც რუს კათოლიკე ახალგაზრდებთან „დიდ რუსეთზე“ საუბრობდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ იგი გულისხმობდა კულტურას და უარყო ბრალდებები, თითქოს იგო რუსეთის იმპერიალიზმზე საუბრობდა.
„ამას რომ ვამბობდი, იმპერიალიზმს არ ვგულისხმობდი, კულტურაზე ვსაუბრობდი და კულტურის გადმოცემა არასოდეს არის იმპერიალისტური“, – აღნიშნა რომის პაპმა.
კითხვაზე, რატომ ახსენა თავის გამოსვლაში პეტრე I და ეკატერინე II, ფრანცისკემ უპასუხა, რომ უბრალოდ მას გაახსენდა ის პიროვნებები, რომელსაც სკოლაში ასწავლიდნენ.
„დიდ რუსეთზე საუბრისას, ალბათ არა იმდენად გეოგრაფიული გაგებით, რამდენადაც კულტურული, გამახსენდა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ: პეტრე I, ეკატერინე II… რაც, ალბათ, მთლად სწორი არ არის. ეს იყო დამატება, რომელიც გამახსენდა, რადგან სკოლაში ვსწავლობდი“,- განაცხადა რომის პაპმა.