26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ბევრი ესტონური კომპანია აგრძელებს ბიზნესის კეთებას რუსეთთან - ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500-დან 600-მდე ესტონური კომპანია კვლავ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. მაუწყებელი ინფორმაციას  ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე, კიული კურვიტსზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) წერს, ზოგიერთმა ესტონურმა ბიზნესმა გაწყვიტა საქმიანი კავშირი რუსეთთან, მაგრამ ბევრი კომპანია აგრძელებს თვეში ათობით მილიონი ევროს ღირებულების საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვას.

უკრაინაში ომამდე ესტონეთიდან რუსეთში ყოველთვიურად ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 50-დან 70 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა.

კიული კურვიტსის თქმით, ეს ნაწილობრივ განპირობებულია ფასების სწრაფი ზრდით, ასევე იმით, რომ საქონელი ხშირად მიდის არა ესტონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

რუსეთთან ვაჭრობაში 500-დან 600-მდე ესტონური საწარმოა ჩართული, მაგრამ ეს მაჩვენებლები მხოლოდ საქონელს ეხება. რაც შეეხება ესტონური კომპანიების მომსახურებას, 2022 წელს მათ რუსეთს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის მომსახურება მიჰყიდეს. მათი თითქმის 90% სატრანსპორტო და ტურისტული მომსახურებაა.

დღის ამბები