გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს მწუხარებით გამოვეხმაუროთ ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
უბედური შემთხვევა მოხდა ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) ბუნების ძეგლის მოშორებით, სოფელ კინჩხაში. მედია საშუალებებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი/არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.