გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დღეიდან იწყება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები ვითარებას სპეციალური ხელსაწყოებით გააკონტროლებენ.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში თანხა პირველ ეტაპზე სამმაგდება, შესაძლოა ჯარიმამ 600 ლარსაც კი მიაღწიოს. გაცილებით მაღალია ჯარიმა იურიდიული პირებისთვის.