26 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

შოვში თვეზე მეტია სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები დაკარგულ 2 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. გაზრდილია სამძებრო არეალი. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მდინარეების კალაპოტებში უწყვეტად მუშაობს.

ბოლო მონაცემებით, სულ 31 ცხედარია ნაპოვნი, 29 იდენტიფიცირებულია. ორს დნმ კვლევა უტარდება.

შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება პარლამენტის საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაც, რომელიც ხვალ იხსნება. ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში დაბარებულია შს მინისტრიც. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დღეს განსაზღვრავს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

 

დღის ამბები