26 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მუსიკალური პროგრამა, ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასები, საპნის ბუშტებისა და ანიმატორების შოუ - ""მუსიკალური საღამოების" მარათონში დღეს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი ჩაერთო

ქვეყნის მასშტაბით, მუსიკალური საღამოები გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დღეს იმერეთი მასპინძლობს. ბაღდათში, მთავარ გასართობ სივრცეში სამზადისი დილიდან დაიწყო. ადგილზე მისულ სტუმრებს,  მუსიკალური პროგრამა და გასართობი აქტივობები დახვდათ.

ბაღდათის მსგავსად, დილიდან აქტიური სამზადისი იყო წყალტუბოში. ცენტრალურ პარკში დილიდან პატარებს საპნის ბუშტების შოუ და ანიმატორები ართობდნენ. მსმენელებს მუსიკალური განწყობა ადგილობრივმა და ცნობილმა შემსრულებელმა შეუქმნეს.

აბაშაში, ცენტრალურ სკვერში გალა კონცერტის დაწყებამდე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კულინარული მასტერკლასები გაიმართა, მოეწყო საბავშვო სივრცეები.

მუსიკალურ საღამოებს მასპინძლობს ჩოხატაურიც. ღონისძიება სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახელობის პარკში გაიმართა. მოეწყო ფოტო-ინსტალაციები, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები. სტუმრების განწყობაზე გელა გნოლიძემ და ღამის შოუს ბენდმა იზრუნა.

მუსიკალური საღამოები იმართება მაღალმთიან აჭარაშიც. ხულოში სტუმრებს გასართობი შოუები და სხვადასხვა აქტივობები დახვდათ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა "გორდელამ" და ოთო ნემსაძის ბენდმა მიიღო.

მუსიკალური საღამოები - მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და ღონისძიებას 63 მუნიციპალიტეტი მასპინძოლობს.

 

დღის ამბები