თუშეთ-ხევსურეთის მთავარ ქედზე მდებარე ნასახლარის აღდგენა, სადაც ნახევარი საუკუნის წინ უნიკალური სოფელი ტბათანა იყო, ადგილობრივების მთავარი საზრუნავია. კლიმატით, ბუნებითა და ისტორიით გამორჩეული ხეობის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადასაქცევად, სტარტი აღებულია. უკვე მეორე წელია ნასახლარის ტერიტორიაზე, ხელისუფლების მხარდაჭერით ფესტივალები იმართება. ეკოტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს ახალი სტატუსიც. მალე ტბათანა დაცული ტერიტორიების ლანდშაფტის სიაში შევა.
თუშები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობენ, იმედოვნებენ რომ მალე ტბათანას ფერდობზე ნასახლარის ნაცვლად კვლავ ძველებურად დასახლებული სოფელი იქნება გაშენებული.