26 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პარლამენტი ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება - დეპუტატების კითხვებს საპენსიო ფონდის წარმომადგენელი უპასუხებს

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას, დეპუტატები ხვალიდან განაახლებენ. კანონმდებლების დღის წესრიგში უკვე ჩანიშნულია ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა. დეპუტატების კითხვებს საპენსიო ფონდის წარმომადგენელი უპასუხებს. პროექტის მიხედვით დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი დარჩება. გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან სისტემაში დარჩებიან.

დაგროვებითი პენსიის საკითხზე კითხვები აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. მმართველი გუნდის ოპონენტები საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვებიან, თუმცა მათი ნაწილი სესიაზე საკითხის გატანის შემდეგ, კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

დღეს არსებული დაგროვებითი პენსიის სისტემა იარსებებს იმ დრომდე, ვიდრე მოქალაქეები სამ პორტფელთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას არ მიიღებენ - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ რისკები დაზღვეულია, დასაქმებულების ინტერესები კი დაცული.

ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარები, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან. ამ დროის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 400 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები