26 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
შეუთანხმებელი ევროპული ტურნე - რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს და რა პროცედურების გავლაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის

"ქართულ ოცნებაში" წინასწარ იციან, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ ექნებათ, თუმცა არც პოლიტიკური ვაჭრობის დაწყებას გეგმავენ. პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია, რომელიც დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მოქმედება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეხმარება.

კანონმდებლების თქმით, საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავარი კანონი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს აკისრებს. სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ევროპული ტურნე კი კანონის უხეში დარღვევაა.

პრეზიტენტი რომ სამართლებივად მართებულად არ იქცევა, ამას არც ოპოზიციის ნაწილი უარყოფს. მიუხედავად ამისა, "გირჩში" ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაცდომა მისაღებია თუ ის ქვეყნის ევრინტეგრაციას დაეხმარება.

ზურაბიშვილის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც წარსულში სწორედ პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. "ნაცმოძრაობა"-"სტრატეგია აღმაშენებელის" ტანდემი სალომე ზურაბიშვილის ვადაზე ადრე გადაყენებას მხარს არ დაუჭერს.

ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც დაადასტურებს, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას - ასეთია იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინი. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ პროცედურა ოპონენტების სრულ ლუსტრაციას მოახდენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უმაღლესი მთავარსარდლის იმპიჩმენტს 100 კანონმდებლის ხმა სჭირდება, რომელიც პარლამენტში ამ დროისთვის არცერთ პარტიას არ აქვს.

დღის ამბები