მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაწყებული "მუსიკალური საღამოები" გრძელდება და ღონისძიებას დღეს ბაღდათი მასპინძლობს.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში სამზადისი მიმდინარეობს. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების შოუ და ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი.
20:00 საათიდან კი, მთავარი კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას "ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი", ასევე, ჯგუფი "ფორტე" მიიღებენ.