ჩოხატაური დღეს "მუსიკალური საღამოსთვის" ემზადება. ღონისძიება საღამოს 19:00 საათზე, სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახელობის პარკში დაიწყება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფოტო-ინსტალაციები, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები. გაიმართება თითების თეატრის სპექტაკლები და საპნის ბუშტების შოუ.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, საღამოს 20:00 საათზე გელა გნოლიძისა და ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდება.