26 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
პერიოდი 2028 წლამდე აუცილებელია იმისთვის, რათა საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს რას ნიშნავს ეს ფორტფელები, საიდან როგორ შეიძლება გადატანა თავისი დანაზოგის - გიორგი ვოლსკი

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვები ხვალიდან განახლდება. საკითხი ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით გადის. ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. კანონპროექტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ დაგროვებით პენსიას საფრთხე არ ემუქრება, მოქალაქეების ინფორმირებამდე კი, დღეს არსებული მოდელი ძალაში დარჩება.

"ეს პერიოდი 2028 წლამდე აუცილებელია იმისთვის, რათა საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს რას ნიშნავს ეს ფორტფელები, საიდან როგორ შეიძლება გადატანა თავისი დანაზოგის. თუმცა, ურისკო პორტფელი გარანტიას იძლევა იმისა, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ პენსიის თემას. და თუ ამ ეტაპზე ვერ მოესწრო ბევრი ხალხი იმას, რომ ღირსების დამსახურების მიხედვით მიეღო პენსია, სამომავლოდ სწორედ ასეთი იქნება როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშია. ერთხელ და სამუდამოდ ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო და სწორედ ეს გაკეთდა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

უკვე ცნობილია, რომ ცვლილებას მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი გუნდში კონსულტაციებს გადის.

დღის ამბები