ფერადი ქუჩები, სკვერები, მოედნები და კონცერტები - ასეთია დღეს საქართველოს რეგიონები. ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები მუნიციპალიტეტებში ულამაზესი სანახაობის მომსწრეები არიან. ქვეყნის ოთხი ქალაქი "მუსიკალურ საღამოებს" მასპინძლობს. მარათონს ქედა, ოზურგეთი, სენაკი და ვანი შეუერთდნენ.
ადგილზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები დახვდათ, საღამოს კი გალა კონცერტები დაასრულებს.
ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. საღამოებს 63 მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.