26 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
საპენსიო რეფორმის განხილვას ჯანდაცვის კომიტეტი ორშაბათიდან განაახლებს - უკვე ცნობილია, რომ ბენეფიციარები დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე ავტომატურად რჩებიან

ჯანდაცვის კომიტეტი დაგროვებითიო პენსიის შესახებ კანონის განხილვას ორშაბათიდან განაახლებს. პროექტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი დარჩება. კანონპროექტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან მოდელში დარჩებიან.

საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვება ოპოზიციაც, თუმცა მათი ნაწილი სესიაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ნაწილი კი გუნდში კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა კანონში შესატან ცვლილებებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საპენსიო ფონდის წარმომადგენელს მოუსმენენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ფონდს დიდი დრო ჰქონდა საზოგადოების ინფორმირებისთვის. დღეს არსებული დაგროვებითი პენსიის სისტემა კი იარსებებს იმ დრომდე, ვიდრე მოქალაქეები სამ პორტფელთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას არ მიიღებენ.

ამ დროის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა, მილიონ 400 000-ს აჭარბებს. დასაქმებულების დაგროვებით პენსიას რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამაზე საუბრობენ საპენსიო სააგენტოსა და ეროვნულ ბანკშიც. ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარები, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან.

დღის ამბები