26 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პირობა წაუყენა, თუ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტზე უარს იტყვიან - გერმანული მედია

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პირობა წაუყენა: თუ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტზე უარს იტყვიან.

საქართველოს პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ - ამ სათაურით გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტით დაემუქრა.

მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ბერლინსა და ბრიუსელში გამგზავრებამდე პრეზიდენტს მთავრობასთან კოორდინაცია არ ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ იმპიჩმენტისთვის აუცილებელია, უმრავლესობის წინადადებას მხარი ოპოზიციის 10-მა დეპუტატმა დაუჭიროს.

დღის ამბები